ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1192 შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1192 შემთხვევა დაფიქსირდა.

– ეს არის აქტიური გავრცელება, რისი პრევენციაც მხოლოდ რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი. 1192 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. საერთო ჯამში ქვეყანაში 17477 კოვიდინფიცირებულია. გუშინ გამოჯანმრთელდა 233 პაციენტი. განაწილება ასეთია – ლიდერობს თბილისი და აქ 471 ახალი შემთხვევაა, აჭარაში 343, იმერეთში 211, რაც შეეხება დანარჩენ რეგიონებს არის შედარებით მცირე შემთხვევები. სამეგრელო-ზემო სვანეთი – 45, შიდა ქართლი – 37, ქვემო ქართლი – 39, გურია – 18, სამცხე-ჯავახეთი -14, მცხეთა-მთიანეთი-13, კახეთში კი 11 ახალი შემთხვევაა,”- განაცხადა მარინა ენდელაძემ.