არ შეიძლება ამის კეთება, ცეცხლს ვეთამაშებით!..

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

-ქეიფებმა 22 საათის შემდეგ თბილისიდან მცხეთაში გადაინაცვლა. არ შეიძლება ამის კეთება, ცეცხლს ვეთამაშებით. ამ შეკრებების დროს ხდება ძირითადი გავრცელება. თუ ჩვენ დავიცავთ ყველა ამ წესს, შედარებით ნაკლები დანაკარგით გავალთ ამ ეპიდემიიდან”.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტიელბით, 22 საათის შემდეგ თბილისში რესტორნები და გასართობი ობიექტები იხურება.