ძლიერი ხანძარი მარნეულის ბაზარში – დამწვარია 9 მაღაზია

ხანძარი მარნეულის ბაზარში – დამწვარია 9 მაღაზია, აქიდან ექვსი ჭურჭლის, ორი კი ტანსაცმლის. ხანძრის გაჩენის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

მოვაჭრეების თქმით, გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალი წინასწარი გათვლით 100 000 ლარს აღწევს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.