სროლა ბათუმში – დაჭრილია ერთი პირი

ბათუმში სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით, 50 წლამდე კაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ნიკო ჯაყელის ქუჩაზე მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მას მანქანაში რამდენიმე ტყვია ესროლეს, სავარაუდოდ, ფეხებშია დაჭრილი. იგი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას ოპერაცია უტარდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.