აფხაზეთიდან დევნილი 24 წლის გოგონას საზოგადოების დახმარება სჭირდება

დავით ცხვარაძე

24 წლის თამუნა მორგოშიას მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, გოგონას მეგობრები მის გადასარჩენათ დახმარებას ითხოვენ.

14971332_346229505739936_1367622528_n

თამუნა მორგოშია აფხაზეთიდან დევნილია, იგი 24 წლისაა, გოგონა რომელსაც მედიკოსებმა მძიმე დაავადება ოსტეობლასტოკლასტომა- ანუ, ქვედა ყბის სიმსივნე დაუდგინეს, მძიმე მდგომარეობაშია.

ახალგაზრდა ქალის მეგობრების, თამუნა ბენიძისა და თამუნა ონიანის ინფორმაციით, დაავადება ძალიან სწრაფად პროგრესირებს, მკურნალობის ფინანსური სახსრები მორგოშიას ოჯახს არ გააჩნია, ახალგაზრდა ქალს სჭირდება 20 საათიანი ოპერაციის ჩატარება ქირურგთა გუნდის მიერ, რომლის დროსაც მოხდება ყბის ამოკვეთა და წვივის ძვლის გადანერგვა მის ადგილას.

სასწრაფო ოპერაციიის ღირებულება 60 000 ლარს შეადგენს . თამუნა მორგოშიას სახელზე თიბისი ბანკშია გახსნილია ანგარიში, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისთვის სასურველი თანხა გადარიცხოს. შესაძლოა თქვენს მიერ გადარიცხულმა ერთმა ლარმაც კი გოგონას სიცოცხლე აჩუქოს.

T B CBGE 22 GE09TB7767945063600040

მიმღები თამუნა მორგოშია

ოჯახის საკონტაქტო ტელეფონია 597 26 26 76

კომენტარის დატოვება