„საქართველოს მოხალისე“-მეამაყება საქართველო ასეთი შრომისმოყვარე და მიზანდასახული ახალგაზრდებით!

თამთა მეგრელიშვილი

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი გენდერული პოლიტიკის საკითხებში

პროგრამა „საქართველოს მოხალისე“ მართლაც წარმატებული პროექტია, რომელსაც საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი. პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდობაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოხალისეოების გზით, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა ქვეყნის მასშტაბით, მოხალისეობის გარშემო დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპების დანგრევა.

14962358_1301832239867697_1382764682_n

საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება და პოპულარიზაცია. პროექტმა გააერთიანა 134 მოხალისე,10 რეგიონი ,67 მუნიციპალიტეტი.

დღეს ამ პროგრამის ფარგლებში, ქალაქ მცხეთაში გამართულ ერთ – ერთ ღონისძიებას სტუმრის სტატუსით ვესწრებოდი და ნამდვილად სასიამოვნო განცდა იყო მოხალისეებთან ერთად ყოფნა. ჩავერთე ყველა დაგეგმილ აქტივობაში, მოვხატეთ ფეხითმავალთა გადასასვლელი, ვისაუბრეთ ახალგაზრდა მოხალისეებთან  სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმებით.

დიდ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს,ახალგაზრდებს რომლებიც მოხალისის მნიშვნელობას იაზრებენ და სამომავლოდ უფრო დიდი და კეთილი საქმეების ირგვლივ აპირებენ გაერთიანებას! მეამაყება ყველა ახალგაზრდა! მემაყება,მცხეთა ,თიანეთი,დუშეთი და მთელი საქართველო ასეთი შრომისმოყვარე და მიზანდასახული ახალგაზრდებით!

კომენტარის დატოვება