მოქალაქე: „ნახავთ დიდ სამკუთხედს, რომელშიც რაღაც სიმბოლოა ჩახატული!..“

მას შემდეგ, რაც თბილისმა საზარელი მკვლელობის შესახებ შეიტყო, კიდევ ერთხელ ატყდა ვიშვიში-თბილისში სექტა არსებობსო. თუმცა ეს ახალი არ არის, ყველამ იცის, მაგრამ ყველა დუმს და მხოლოდ რაღაც განსაკუთრებული შემთხვევების დროს ვიწყებთ ხმამაღლა საუბარს…

…ვიწყებთ და მერე, რამდენიმე დღეში ისევ მიჩუმდება ყველა და ყველაფერი. ამ რამდენიმე თვის წინ ყველა ტელევიზიაში მომზადდა გადაცემა სექტებზე და ემოებზე, ყველა გაზეთმა დაწერა და ყველა სააგენტომ გააშუქა და მერე პაუზა!

…არადა სიჩუმის და გულგრილობის დრო არ არის! აბა კარგად მიმოიხედეთ ირგვლივ, როგორ მომრავლდნენ შავპომადიანი და შავლაქიანი მოზარდი გოგონები, შავებში ჩაცმული მოზარდი ბიჭები, შუშის თვალებით რომ გიყურებენ და ხელებზე ათასი ნაკაწრი აქვთ…სკოლის მოსწავლეები, რომლებიც აშკარად რაღაცას მალავენ და უცნაურად იქცევიან!

თითქმის ერთი წლის წინ ჩვენ საუბრები გვქონდა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან, რომლებმაც კონკრეტული მისამართებიც კი დაასახელეს, სამწუხაროდ ასეთი ადგილები იზრდება!

დღეს ერთი მოქალაქე დაგვიკავშირდა და  გვითხრა – გლდანში, მესამე მიკრორაიონში, ნაგავსაყრელთან, იქ, სადაც ნაკლებად მოძრაობენ მოქალაქეები, ნახავთ დიდ სამკუთხედს, რომელშიც რაღაც სიმბოლოა ჩახატული. აქ ხშირად ვხედავთ „კაპიშონებიან“, შავებში ჩაცმულ ახალგაზრდებს. იქ რაღაც შემოხაზულებია, იმედია სამართალდამცველები დაინტერესდებიან და ნახავენ კონკრეტულ ადგილს“-ო.

ზღვის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზეც არის ზონა, რომელსაც თურმე მხოლოდ გარკვეული ჯგუფი სტუმრობს და უკვე ღიად ატარებენ რიტუალს. სახელდება მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია (მარცხენა მხარე)

დაგვეთანხმებით, რომ ეს ის მომენტია, როცა თვალი არ უნდა მოვხუჭოთ. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ აღნიშნულ თემაზე საუბრებს, იქამდე კი ამერიკელი სოციოლოგებისა და ფსიქოლოგების მიერ ერთობლივად შემუშავებულ 3 რჩევას მოგაწვდით:

-თუ თქვენი მოზარდი შვილი ცდილობს კომპიუტერთან განმარტოვდეს, აღიზიანებს ოთახში ვინმეს ხშირი შესვლა, თქვენი მიახლოების დროს ჩაკეცავს გვერდს და გელოდებათ როცა გახვალთ, ეს უკვე შეშფოთების საფუძველია, ვინაიდან ძალიან მომრავლდა სოციალურ ქსელებში სექტანტების დახურული ჯგუფები, რომლებსაც სულაც არ უჭირთ გულუბრყვილო ბავშვების ჩათრევა. აუცილებლად დაინტერესდით თქვენი შვილების მიმოწერით და არ მოადუნოთ ყურადღება.

-თუ თქვენი გოგონა ან ვაჟი იცვლის გარეგნობას, დიქციას და მუდმივად ცდილობს თვალი მოგარიდოთ-იცოდეთ, ის რაღაცას გიმალავთ. ნახეთ მისი გარდერობი, გადაამოწმეთ პირადი ნივთები! ნახეთ, ხომ არ გამუქდა გოგონების მაკიაჟი და ვაჟების ტანსაცმელი.

-თუ თქვენი შვილი ბოლო პერიოდი ერიდება სახლიდან გასვლას, აღარ მიდის კომპიუტერთან, აკრთობს ყველა ზარი და შეტყობინება მობილურზე, თუ მის ოთახში მუდმივად დახურულია ფარდები, დროა განგასის ზარი ჩამოკრათ, მაგრამ ნუ შეაშინებთ, ნუ დაიწყებთ ჩხუბს და დაკითხვას. მოუყევით სხვადასხვა მსგავსი ისტორიები და შეეცადეთ მოაყოლოთ რა ხდება მის თავს!

მოქმედების დროა, თორემ  კატების მკვლელობებიდან უკვე ადამიანების და საკუთარი მშობლების მკვლელობაზეც გადავიდნენ სექტანტები...იმედია სამართალდამცველები ყურადღებას გაამახვილებენ დასახელებულ ტერიტორიებზე!

 

 

კომენტარის დატოვება