“დამიდასტურდა Covid -19, კარგად ვარ, სახლში გავდივარ მკურნალობას…”

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ნათია მეზვრიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

“დამიდასტურდა Covid -19 კარგად ვარ, სახლში გავდივარ მკურნალობას და შეძლებისდაგვარად ვაგრძელებ მუშაობას”, – წერს მეზვრიშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში დღეს გადავიდა.

შეგახსენებთ, კორონავირუსი დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დაუდგინდა.

https://www.gmtv.ge/82275-2/

თვითიზოლაციაშია ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.