დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და შეიცვალოს სრული შემადგენლობა!

საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის განცხადება:

საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის სახელით მაქვს უფლებამოსილება გამოვთქვა უკიდურესი უკმაყოფილება ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამო.

ჩვენთვის ცნობილია, როგორც სადამკვირვებლო მისიების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე ფაქტები იმის თაობაზე, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა არა გამჭვირვალე და არ კონკურენტუნარიან გარემოში, რაც გამოიხატა ამომრჩევლის მოსყიდვისა და დაშინების ფაქტებით. ყოველივე მძიმედ აისახა საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის საარჩევნო შედეგებზე.
ზემოთხსენებული ორგანიზაციების მიერ გაკეთებული დასკვნების საფუძველზე ირკვევა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციების მხრიდან ადგილი ჰქონდა მრავალრიცხოვანი ოქმების გაყალბების ფაქტებს, ასევე ოქმების გადაკეთებას და ბალანსის დარღვევას, რაც უფლებას გვაძლევს განვაცხადოთ და ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ.

მიგვაჩნია, რომ ამ უკანონობით ქვეყანა კვლავ დადგება მოსალოდნელი დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე. სწორედ ამიტომ, ჩვენ როგორც საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც კვლავ რჩება საქართველოს ვეტერანთა და მათი ოჯახების დაცვის მყარ გარანტად საჭიროდ მიიჩნევს ყველა შემდგომი ჩვენი მოქმედება და ძალისხმევა ამ ფაქტით იყოს ნაკარნახევი.

ამიტომაც ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და სამომავლოდ პროცესების გართულების თავიდან აცილების მიზნით მიზანშეწონილად მივიჩნიეთ მოთხოვნა:
შეიცვალოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებთ, თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები, რაც ნაკარნახევია საქართველოს ვეტერანთა და მათი ოჯახების დაცვის ინტერესებით, უფლებას ვიტოვებთ მოვუხმოთ ომის, ძალოვანი სტურქტურების ვეტერანებსა და ზოგადად ჩვენს მხარდამჭერებს შემოუერთდნენ საპროტესტო აქციას, რომელიც ჩვენი არჩევანისა და ღირსების დასაცავად გაიმართება