გამოვთქვამთ მზადყოფნას, ხელი შევუწყოთ შეკრების უფლების სათანადო რეალიზებას

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციას მოუწოდებენ, შეკრების თავისუფლებით მშვიდობიანი ფორმითა და კოვიდთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით იმოქმედონ, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის გუშინდელ, ერთობლივ განცხადებას.

„ასევე, მნიშვნელოვანია საელჩოების მოწოდება ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ, რათა მათ აიღონ პასუხისმგებლობა ქმედითი პარლამენტის ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე. ჩვენი მხრივ, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ხელი შევუწყოთ შეკრების უფლების სათანადო რეალიზებასა და არჩევნებთან დაკავშირებული ყველა სადაო საკითხისათვის სრულად ნათელის მოფენას“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.