არმია სუპერლიგის გამარჯვებულია

თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ მინი-ფეხბურთის ტურნირის, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლის სეზონის სუპერლიგის გამარჯვებული გახდა. თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მოქმედი ჩემპიონი და ოთხგზის გამარჯვებული “პსპ” 1:0 დაამარცხა და შეჯიბრის გამარჯვებული გახდა. მინი ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატში  – ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა წარმატებული ბიზნეს ორგანიზაციები და სახელმწიფო უწყებების სამოყვარულო გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.

 

ტურნირში მონაწილე ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციებშიც დაჯილდოვდნენ. შეჯიბრის საუკეთესო ფეხბურთელი არმიის კაპიტანი, კაპრალ-სპეციალისტი გიგა ბერაია დასახელდა. არმიის ფეხბურთელებმა, ასევე შეჯიბრის საუკეთესო მეკარის და მცველის ნომინაციებშიც გაიმარჯვეს.

 

არმიამ გასულ სეზონში სპორტულ სააგენტო SMB-ის ორგანიზებით გამართულ ოქროს ლიგაშიც გაიმარჯვა და უმაღლეს დივიზიონში, სუპერლიგაში პირველივე ასპარეზობა ტიტულით დაასრულა.