თამარ გაბუნია – Pfizer-ისა და AstraZeneca-ს პრეპარატების შემოტანაზე აქტიურად ვმუშაობთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი მწარმოებლის – Pfizer-ისა და AstraZeneca-ს პრეპარატების შემოტანაზე აქტიურად მუშაობს. მისი თქმით, Moderna-ს ვაქცინის შემოტანაზე მოლაპარაკებები ნაკლებად აქტიურად მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ იმ ვაქცინების შემოტანაზე, რომლებიც აღიარებულია ჯანმოს და მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მიერ. ესაა Pfizer-ის ვაქცინა და AstraZeneca-ს ვაქცინა. განიხილება Moderna-ც, მაგრამ ნაკლებად აქტიურად. ორი ვაქცინაა ყველაზე მეტად ახლოსაა ჩვენთვის იმ გზაზე, რაც უკავშირდება ვაქცინაციის დაწყების პროცესს. შესაძლოა, სხვა ვაქცინებიც გამოჩნდეს და შემდეგ ამაზეც ვისაუბრებთ“, – განაცხადა გაბუნიამ.