ქუთაისში გაუჩინარებული „ ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი ნაპოვნია

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე დაკარგული ახალგაზრდა ქალი რუსუდან ჯეჯია სამართალდამცავებმა ბათუმში ნახეს, საგამოძიებო მოქმედებებს ქუთაისის მე- 4  განყოფილება რამდენიმე დღის განმავლობაში აწარმოებდა, ჯეჯია,  რომელიც ერთ კვირაზე მეტხანს იძებნებოდა, ზღვისპირა ქალაქში 7 -ოქტომბერს ნახეს, როგორც რუსუდან ჯეჯიას მეუღლემ, გიორგი ხურციძემ ჩვენთან საუბრისას დაადასტურა მისი მეუღლე ახლა შოკურ მდგომარეობაშია და მის ჯამრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თავად ხურციძე გატაცების ფატს გამორიცხავს და ამბობს, რომ მისი მეუღლის სახლიდან წასვლა და რამდენიმე დღით გაუჩინარება, არჩევნებს არ უკავშირდებოდა, მიზეზად მათ შორის მომხდარ უთანხმოებას ასახელებს. რომელზეც იგი საუბრისაგნ თავს იკავებს.

შეგახსენებთ: 3 შვილის დედა, რუსუდან ჯეჯია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაუჩინარდა, ჯეჯიას მეუღლე გიორგი ხურციძე მაშინ აცხადებდა რომ მისი მეუღლის გატაცება საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდა, რადგან „ ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი იყო, თუმცა ახლა ხურციძე ამ ყოველივეს უარყოფს.

ამ დროისთვის ჯეჯია  საკუთარ სახლში იმყოფება და მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშაა, როგორც მეუღლე განმარტავს, ახალგაზრდა ქალს ფსიქოლოგიური სტრესი აქვს და მას მკურნალობა ესაჭიროვება.

14741114_332381773791376_1611278146_n

კომენტარის დატოვება