საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 189 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 231 385-მდე, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 916 პირი ემსხვერპლა.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 528 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 225, აჭარაში – 107, ხოლო იმერეთში – 7.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 106 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 425 პირი, აჭარაში – 2 041, იმერეთში – 2 728.”-ნათქვამია განცხადებაში.