მეუფე ნიკოლოზი – არ გრცხვენიათ, რა საკითხი დადგა? მარტო მანქანა კი არ არის გაცვეთილი, მეც იმდენი მკურნალობა მჭირდება,  უკვე დავბერდი

არ გრცხვენიათ, რა საკითხი დადგა? მარტო მანქანა კი არ არის გაცვეთილი, მეც იმდენი მკურნალობა მჭირდება,  უკვე დავბერდი – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ყოფით ნივთებზე ამდენი საუბარი სირცხვილია.

„არ გრცხვენიათ, მართლა მაინტერესებს. რა საკითხი დადგა? მარტო მანქანა კი არ არის გაცვეთილი, მეც იმდენი მკურნალობა მჭირდება,  უკვე დავბერდი. ძალიან დიდი სირცხვილია ყოფით ნივთებზე ამდენი ლაპარაკი. მე არასდროს დამიწყია ეს ლაპარაკი. მანქანაზე რომ მოგიყვებით, მერე კიდევ რას მკითხავთ პირადი ნივთებიდან?“ – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ თავმდაბალი ადამიანია, მისი მანქანა გაცვეთილია და არ იტყვის უარს ახალ მანქანაზე.