იაგო ხვიჩია: პოლიტიკაში ბევრი ადამიანის ქცევა არ მომწონებია, მაგრამ ვზივარ მოლაპარაკების მაგიდასთან, რომ მივიღო 113 ხმა კონსტიტუციის შესაცვლელად

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ კომუნიკაციას ყველა პარტიასთან განაგრძობს, რადგან დასახულ მიზანს უნდა მიაღწიოს.

„მოქალაქეების“ საქციელი რომ არ მომეწონა ბატონ ელისაშვილთან ერთად, ეს ვთქვი საჯაროდ, მაგრამ მე საქართველოს პოლიტიკაში ძალიან ბევრი ადამიანის ქცევა სხვადასხვა დროს არ მომწონებია. ამის მიუხედავად, ვზივარ მოლაპარაკების მაგიდასთან იმისთვის, რომ მათგან რამე გამოვიყვანო, საკუთარ მიზნებს მივაღწიო, მივიღო 113 ხმა კონსტიტუციის შესაცვლელად. შესაბამისად, ვინ ვისზე გაბრაზდება, ეს ჩემზე არ მოქმედებს. მე რუტინულად ვაგრძელებ ჩემს საქმეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ლელოს“ და „მოქალაქეების“ ლიდერები ერთმანეთს „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდნენ.