როგორი იქნება განახლებული პარკი ვარკეთილში, რომლის რეაბილიტაციაზე მერია 5,592 მლნ ლარს დახარჯავს (ფოტოები)

თბილისის მერია ვარკეთილის მე-2 მიკრო რაიონში არსებული პარკის რეაბილიტაციაზე ტენდერს აცხადებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები სავარაუდოდ, 5,592 მლნ ლარი დაჯდება.

პარკში მოეწყობა – ამფითეატრი, ქვიშის მოედანი, სტადიონი, სათამაშო მოედანი, შადრევანი, სკეიტ-პარკი და ა.შ. სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა არის 2 წელიწადი.