ჰასან როუჰანი: ტირანი ტრამპის ეპოქა დასრულდა და დღეს მისი ავბედითი ბატონობის ბოლო დღეა

ირანის პრეზიდენტი, ჰასან როუჰანი თეთრი სახლის ადმინისტრაციის ცვლილებებსა და დონალდ ტრამპის  წასვლას ეხმაურება.

„ტირანი ტრამპის ეპოქა დასრულდა და დღეს მისი ავბედითი ბატონობის ბოლო დღეა. დონალდ ტრამპი უსამართლობასა და კორუფციას უწყობდა ხელს“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

ჰასან როუჰანიმ   აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას ირანისთვის დაწესებული სანქციების მოხსნისკენ მოუწოდა.

„თუ ვაშინგტონი ირანის 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდება, ჩვენ ასევე სრულად დავიცავთ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.