იაგო ხვიჩია – ქართველი ხალხი ბრძენია და საკუთარ პოლიტიკოსებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს, მაგრამ პოლიტიკოსები ყრუები აღმოჩნდნენ

ქართველი ხალხი არის ბრძენი და როცა სხვა გზა ვერ დაინახა, გარდა პარლამენტში შესვლისა, საკუთარ პოლიტიკოსებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს, მაგრამ პოლიტიკოსები ყრუები აღმოჩნდნენ და ქართველი ხალხის ხმა არ ესმით, – ასე ეხმაურება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია „ენდიაის“ კვლევას.

„სწორედ ამას ვცდილობ, ამ სიყრუეს გავემიჯნო, რომ მომავალში თქვენთან მოსვლის და პირნათლად თქმის საშუალება მქონდეს, რომ მე ეს ყველაფერი თავიდანვე ვთქვი, რომ ასე არ შეიძლებოდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება „ენდიაის“ კვლევის პოლიტიკურ ნაწილს, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „გახარიას არაფერი გაუკეთებია, რომ მისი რეიტინგი გაზრდილიყო“.

„ქართულმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ გახარიას რეიტინგი გაზრდილიყო, რადგან მასამისთვის არაფერი გაუკეთებია. ჩემი აზრით, ხალხი ჩვენი დაუფიქრებელი ქმედებებით ისეთი გაბრაზებულია, რომ ასე გვსჯიან. ახლა მინდა ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ მე არ ვიმსახურებ მაგ ცხრა პროცენტში ყოფნას, იქ ჩემს გარეშე დანარჩენი ოპოზიციური პარტიები დატოვონ. ჩვენ ცალკე ვართ და ამ ყველაფერს, რაც ამ ქვეყანაში ხდება და არ გვესმის, სიგიჟეს ვემიჯნებით“,- განაცხადა ხვიჩიამ.