მეუფე იაკობი: მესამე ძალა გარედანაც შეიქმნება, ქვეყანას არავის​ დავაშლევინებთ, არ მივცემთ მაგის უფლებას

მესამე ძალა გარედანაც შეიქმნება, ვისაც უყვარს საქართველო და სკამებეზე არ უნდა იფიქრონ. ქვეყანას არავის დავაშლევინებთ, არ მივცემთ მაგის უფლებას, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგების დასრულების შემდეგ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადებით, თუ საჭირო გახდა, მესამე ძალაში იქნებიან როგორც მოქმედი ხელისუფლების, ისე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც, რომლებსაც უყვართ არა სკამები, არამედ საქართველო.

„ცალ-ცალკე ვერავინ შეძლებს – მანამდე ვისაც ვუსმენდი, არც პოზიცია და არც ოპოზიციას, პირადად მე როგორც ვუყურებ. რა არის იცით, საქმის ბოლო დასაწყისიშივე უნდა ეძებოო. ვფიქრობ, რომ ის არ იციან, მერე რა იქნება, ერთმანეთს დაეჯახნენ თითქოს სხვა საქართველო აღარ არსებობდეს. სხვა საქართველო უფრო დიდია, უფრო ჭკვიანი და გამოცდილია.

მესამე ძალა თუ გაინტერესებთ, იქნება მესამე ძალა, ბევრად ძლიერი. შეიძლება ამათგანაც იყვნენ ბევრნი. ორივე მხარეს ბევრი ძალიან კარგია. პროფესიონალები უნდა მოვიდნენ. მესამე ძალა გარედანაც შეიქმნება, ვისაც უყვარს საქართველო და სკამებეზე არ უნდა იფიქრონ. ქვეყანას არავის დავაშლევინებთ, არ მივცემთ მაგის უფლებას“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.