კახა კალაძე: კატეგორიულად მიუღებელია გადაცდომა, კორუფციაში ჩართულობა, ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

კატეგორიულად მიუღებელია, რაიმე სხვა მიმართულებით ფიქრი, გადაცდომა, კორუფციაში ჩართულობა და ასე შემდეგ. არავის არასდროს გავუტარებთ ამ მიდგომასა და დამოკიდებულებას. ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს. კანონის წინაშე ყველანი ვართ თანასწორუფლებიანი და თანაბარი, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

იგი ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის კორუფციაში მხილების ფაქტს გამოეხმაურა.

„რამდენიმე დღის წინ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს, რაც ძალიან ცუდი ფაქტია და მინდა ამ ფაქტს გამოვეხმაურო. ჩვენ ძლიან ბევჯერ ვისაუბრეთ და ყველას დაგვევალა განსაკუთრებული სიფრთხილე კორუფციასთან დაკავშირებით. იცით ჩემი დამოკიდებულება და მიდგომა გადაცდომებთან დაკავშირებით. ამიტომ, კიდვ ერთხელ მინდა ყველას მოგიწოდოთ, მაქსიმალური სიფრთხილით გავაკონტროლოთ თითოეული ჩვენი თანამშრომელი, მაქსიმალურად გავამახვილოთ ყურადღება, რომ ვინმეს არ ჰქონდეს რაიმე გადაცდომა.

რაც შეეხება ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის ფაქტს, მე აქ უდანაშაულობის პრეზუმციას ვერ დავარღვევ. დაველოდოთ გამოძიებას და გვეტყვის, თუ რასთან გვაქვს საქმე. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ყველა გავაფრთხილო, მაქსიმალური ყურადღება სამსახურებში ჩვენს თანამშრომლებთან, რადგან კატეგორიულად მიუღებელია, რაიმე სხვა მიმართულებით ფიქრი, გადაცდომა, კორუფციაში ჩართულობა და ასე შემდეგ. არავის არასდროს გავუტარებთ ამ მიდგომასა და დამოკიდებულებას. ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს. კანონის წინაშე ყველანი ვართ თანასწორუფლებიანი და თანაბარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.