უფალმა იცის,  ჯობია ბავშვი მოკვდეს, ვიდრე გაიზარდოს „ლგბტ“  და ერის მოღალატე გახდეს, თუ ვინმე ჩემს ვიდეოებს არასწორად გაუშვებს ის წყეული იქნება, იმიტომ რომ მე ერის კეთილდღეობაზე ვსაუბრობ – თეკანოზი თადეოზ სარალიძე

დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ სკანდალური ქადაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც დეკანოზი აღნიშნავს, თავის სიტყვებს არ ნანობს და იგივე აზრზე რჩება და რომ იგი ქადაგებისას ერის კეთილდღეობისთვის საუბრობდა.

„არ არსებობს თემა რომ არ მეხებოდეს. მოიძიეთ და გაუშვით ეგ ვიდეოები, მაინცდამაინც არ მაინტერესებს.  თუ ვინმე ჩემს ვიდეოებს არასწორად გაუშვებს ის წყეული იქნება, იმიტომ რომ მე ერის კეთილდღეობაზე ვსაუბრობ. თუ არ გაიზრდება ეკლესიისათვის, სამშობლოსთვის, ოჯახისთვის  ჯობია პატარა მოკვდეს. უფალმა იცის ეს, ჯობია მოკვდეს, ვიდრე გაიზარდოს „ლგბტ“ და ერის მოღალატე გახდეს.  მე ბავშვზე პარაზიტი არ მითქვამს, ამას როგორ ვიტყვი.

რა თქმა უნდა, მე იგივე აზრზე ვარ, რადგან ჯობია ბავშვი გარდაიცვალოს პატარა, ვიდრე  გაიზარდოს დიდი და გახდეს გიტლერი,“ – აცხადებს დეკანოზი თადეოზ სარალიძე.

ცნობისთვის, საკვირაო ქადაგებისას დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ კორონავირუსზე, ვაქცინაციასა და ბავშვების ინფიცირებაზე ისაუბრა და განაცხადა „ბავშვი თუ პარაზიტია, არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს?!”

„ნუ გეშინიათ ბავშვებო, თქვენ არაფერი არ დაგეტაკებათ, მთავარია ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები და ეკლესიის ერთგულები იყავით, ისეთი რამე გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ და გაცოცხლებთ ბაბუ, თუ არადა თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, არც სპორტში ივარგე, არც ეკლესიაში, მაშინ არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?“, – განაცხადა დეკანოზმა ქადაგებისას.

ასევე, დღეს,  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირები ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგებასთან დაკავშირებით ეპარქია იმსჯელებს და შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებს.

როგორც მიტროპოლიტი აცხადებს, დეკანოზ თადეოზის საკვირაო ქადაგება სახარებისეული სწავლებისათვის შეუფერებელია.

„მინდა, გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის.

ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას”,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.