იაგო ხვიჩია: „ნაცმოძრაობის“ ერთადერთი იმედია, რომ მშიერი ხალხი გამოვარდება ქუჩაში და „ქართულ ოცნებას“ დაამხობს

პარლამენტარიზმის დანგრევაა ის, როცა ქვეყანაში პარლამენტი არ არსებობს და რაღაცა სხვა შენობას და იქ თავმოყრილ ხალხს უწოდებ პარლამენტს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ვითარება ქვეყანაში „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთად შექმნეს. „არც ერთ მათგანს შეთანხმების მიღწევა არ სურს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი იმედია, რომ მშიერი ხალხი გამოვარდება ქუჩაში დაამხობს „ქართულ ოცნებას“ და მოვლენ ერთპიროვნულად“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, ხვიჩია აცხადებს, რომ ცდილობს ქართველ ხალხს გააგებინოს, რომ ეს ვითარება მათ ამ ორმა პარტიამ მოუწყო. „ამ ვითარებაში „გირჩი“ არაფერ შუაშია. ჩვენ შევთავაზეთ საუბარი მიხეილ სააკაშვილს. ვეცდებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დავარწმუნოთ, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილს როგორც ცხვრის ფარას მათ ქარაფისკენ მიაქანებს. ჩვენ ვეცდებით, ეს პროცესი რამენაირად შევაჩეროთ“, – აღნიშნა ხვიჩიამ.