ანრი ოხანაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე ვაქცინებთან დაკავშირებით – მისი ერთი სერიოზული განცხადება მითხარით, რაც სიმართლეს შეესაბამება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ვაქცინებთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და მას არასერიოზულს უწოდებს.

„მე როგორც ვიცი, ფეიკია ეს, ჩაუწერეს სააკაშვილს და მისი სახელით დადეს. არასერიოზულია ეს განცხადება. მოდი ასე დავსვათ საკითხი – მისი ერთი სერიოზული განცხადება მითხარით, რაც სიმართლეს შეესაბამება, ამიტომ ეს არასერიოზულია,”- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” წერს, რომ მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა და მიიღო გადაწყვეტილება, ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში შედის საქართველო.

სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, რომ მიმართოს მალტას და უსასყიდლოდ მიიღოს ვაქცინა.