გიგა მაქარაშვილი – „სირცხვილიამ“ გადაწყვიტა ითავოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის გირაოს თანხის შეგროვება

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილისთვის და ნატალია ილიჩოვასთვის გირაოს თანხას სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ აანაზღაურებს.

როგორც „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წევრმა, გიგა მაქარაშვილმა აღნიშნა, ამ ადამიანების სასამართლო პროცესი არის „ღირსების საქმე“ და უმნიშვნელოვანესია სოლიდარობის ნიშნად სასამართლო შენობასთან დგომასთან ერთად, თანხის შეგროვებაშიც დაეხმარონ.

,,ვადასტურებთ, რომ მოძრაობა „სირცხვილიამ“ გადაწყვიტა ითავოს თანხის შეგროვება ორივე მათგანისთვის. ჩვენ ვთვლით, რომ ამ ადამიანების სასამართლო პროცესი არის ღირსების საქმე და უმნიშვნელოვანესია არამხოლოდ სასამართლო შენობასთან ვიდგეთ არამედ, როდესაც ასევე უსამართლოს დააკისრეს ეს თანხა დავეხმაროთ ამ თანხის შეგროვებაში. ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება და არაერთხელ მსგავსი, ან სხვა საქმეებისთვის მოგვიხდენია თანხის მობილიზება. ამ შემთხვევაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები რომლებიც პატივს სცემენ ადამიანების უფლებებს მოახერხებენ შეაგროვონ ეს თანხა რომელიც ერთ დღესაც უკან დაუბრუნდებათ. ახლა როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. დღეს გამოუშვებენ სასამართლო დარბაზიდან, ხვალ უკვე უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გაამართლებენ და ზეგ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გიორგი რურუაც გამოუშვან“, – აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.