გიორგი ვაშაძის განცხადებით, „მოქალაქეების“ გადაწყვეტილება ოპოზიციის არც გეგმებს და არც მოთხოვნებს ცვლის

პარლამენტი როგორი არალეგიტიმურიც იყო, ისევ არალეგიტიმური რჩება, რადგან ორი ადამიანის დამატება ვერ შეცვლის ვერანაირად ამ პარლამენტისადმი ლეგიტიმაციის მთავარ კითხვას, რომელიც არის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია „მოქალაქეების“ გადაწყვეტილება ოპოზიციის არც გეგმებს და არც მოთხოვნებს ცვლის.

„ოპოზიციის პოზიციაში ეს ვერანაირ ცვლილებას ვერ შეიტანს. პარლამენტი როგორი არალეგიტიმურიც იყო, ისევ არალეგიტიმური რჩება, რადგან ორი ადამიანის დამატება ვერ შეცვლის ვერანაირად ამ პარლამენტისადმი ლეგიტიმაციის მთავარ კითხვას, რომელიც არის. რაც შეეხება, სხვა შევა თუ არა, მე როგორც ვიცი, არავინ სხვა არ აპირებ შესვლას, არც „გირჩი,“ საჯაროდ ამბობს, რომ არ აპირებს შესვლას, თუ ფუნდამენტურ საკითხზე რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არ მოხდა შეთანხმება. უფრო მეტიც, დღეს „ისფედმა“ გამოაცხადა, რომ 8%-ის შემთხვევაში იყო მეტობით შეჯამებული უბანი, რაც ნიშნავს, რომ 8 მეტია ერთზე, ერთპროცენტიანი ცდომილების შემთხვევაში ამბობენ, რომ ხელახლა დანიშნავდნენ არჩევნებს, აი, ბატონო მტკიცებულება, არანაირი საგამოძიებო კომისია ამას არ სჭირდება, დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა ვაშაძემ.

ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს.