გიორგი ბარამიძე: „მოქალაქეების“ პარლამენტში შესვლა გაუმართლებელი და სამარცხვინო საქციელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერების, ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის პარლამენტში შესვლას გაუმართლებელი და სამარცხვინო საქციელს უწოდებს.

„ბოლო პერიოდია, თვალს ვადევნებთ ამ ორი ადამიანის წვალებას, რომ რამენაირად საბაბი მოეძებნათ და პარლამენტში შესულიყვნენ. როგორც ჩანს, ეს იყო მათთვის მთავარი და არა იმ პრინციპების ერთგულება, რაზეც ადრე საუბრობდნენ. ესაა აბსოლუტურად გაუმართლებელი და სამარცხვინო საქციელი“, – განაცხადა ბარამიძემ.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს.