ხელისუფლებავ, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში თუ ყოფილხართ?

არასამთავრობო ორგანიზაციის,  „ჩვენი საქართველო“-ს ლიდერი, პოლიციისა და იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი მიხეილ მუმლაძე საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავს და ქართული მეცნიერების გადარჩენისკენ მოუწოდებს. მუმლაძე ამჯერად საზოგადოების ყურადღებას თბილისში არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტზე ამახვილებს.

მუმლაძე

მიხეილ მუმლაძის ხელისუფლებისადმი მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს პრემიერ-მინისტრო!
საქართველოს პრეზიდენტო!
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრო! 
თბილისის მერო! 
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტო! 

თუ ყოფილხართ როდესმე თბილისში არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში?

ერთი დიდი პერიოდი საქართველოში, ყოფილ საბჭოთა კავშირში, ევროპასა და ამერიკაში, აზიაში ძალზე დიდი წონის და გამოცდილების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი იყო.

ძველი ქართველი, მე-19, მე-20 საუკუნის და დღევანდელი დიდი ენათმეცნიერები სულხან-საბა ორბელიანი, ანტონ І კათოლიკოსი, პლატონ იოსელიანი, დავით ჩუბინაშვილი, დიმიტრი ყიფიანი, ნიკო მარი, სილოვან ხუნდაძე, პეტრე ჭარაია, აკაკი შანიძე, გიორგი როგავა, გიორგი ახვლედიანი, არნოლდ ჩიქობავა, ვარლამ თოფურია, ქეთევან ლომთათიძე, ტოგო გუდავა, გივი მაჭავარიანი, შოთა ძიძიგური, კორნელი დანელია, ბესიკ ჯორბენაძე, თამაზ გამყრელიძე, ლეო კვაჭაძე, თედო უთურგაიძე, დამანა მელიქიშვილი, ტარიელ ფუტკარაძე, თეიმურაზ გვანცელაძე, ჩვენი ენათმეცნიერების ღირსეული წარსული საიმედო მომავალია და დღევანდელობაა.
30 წელია ქართველი მეცნიერება თითქმის ყველა დარგში განადგურებულია და სულ უკან და უკან მიდის. მთავრობამ ბოლოს და ბოლოს უნდა შეიმუშაოს ერთიანი გეგმა ქართული მეცნიერების ძირეულ დარგებში სწრაფი აღორძინებისათვის.

მეცნიერებების ყველა დარგის აღორძინება იმ ფორმით უნდა მოხდეს, რომ დიდად არ უნდა დააწვეს ქვეყნის ისედაც მცირე ბიუჯეტს. პირიქით იმ ფორმით უნდა მოეწყოს მეცნიერებების აღორძინება რომ თავიდანვე დაფინანსების 4-დან 8-ჯერ უფრო მეტი შემოსავალი მოჰქონდეს ქვეყნის ბიუჯეტში.

უკანასკნელ 30 წელიწადში განსაკუთრებით ნაცისტების 9 წლიან ეპოქაში დატაცებული იქნა მეცნირებათა აკადემიის სისტემაში არსებული მრავალი შენობა-ნაგებობები, დაწესებულებები, წარმოებები თბილისსა და საქართველოს მრავალ ქალაქსა და რაიონში.

ქართული მეცნიერების გადარჩენა პირველ რიგში უნდა დაიწყოს არნოლ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის წესრიგში მოყვანით. დღევანდელ დღესაც კი ეს ინსტიტუტი ძველი საბჭოთა მეთოდებით, საბჭოთა აზროვნებით მუშაობს.

უნდა მოხდეს ინსტიტუტის მთლიანი ორგანიზმის განახლება, რათა იგი პირველ რიგში ემსახურებოდეს საქართველოს, ქართველი ერის სახელმწიფო ინტერესებს და ამ ინტერესების დაკანონებას და დამკვიდრებას უნდა ცდილობდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სფეროში. დირექცია და დღევანდელი კოლექტივი თავიანთი მუშაობით ამას ვერ შეძლებენ თუ არ გარდაიქმენებიან.

ინსტიტუტის შესასვლელში დამტვრეული ფილაქნები ყრია. ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ალბათ ვერ იცლის მისი შეკეთებისათვის…

14716103_1201675239875392_7645452100598333032_n

 

კომენტარის დატოვება