სერგო ჩიხლაძე: ალეკო ელისაშვილის მიეს გასაჯაროებული პუნქტები არა მისი, არამედ მთელი ოპოზიციის დამსახურებაა

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის მსგავსად პარლამენტში შესვლას არ განიხილავს. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

„ის პუნქტები, რასაც ალეკო ელისაშვილი ასაჯაროებს, არა მისი, არამედ მთელი ოპოზიციის დამსახურებაა. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, სად შევა ან საიდან გამოვა ელისაშვილი – ჩვენი დღის წესრიგი არ იცვლება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ის სხვა ოპოზიციურ პარტიებზე ჭორაობას პარლამენტის შიგნიდან გააგრძელებს, თუ გარედან“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს.