ზაალ უდუმაშვილი – „ოცნება“ ცდილობს, დრო გაჭიმოს, რათა ოფიციალურად არ გააფორმონ ერთპარტიული პარლამენტი, თუმცა, ეს ჩვენს გეგმებს ვერ შეცვლის

„ქართული ოცნება“ ცდილობს რომ დრო გაჭიმოს, რადგან ფაქტის წინაშე დგებიან, რადგან ფორმდება ერთპარტიული პარლამენტი, – „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ოპოზიციისთვის საპარლამენტო მანდატების შენარჩუნების შესახებ.

„ამიტომ „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად შეეცდება, რომ დრო გააჭიანუროს, მაგრამ ეს ჩვენს გეგმებს ვერ შეცვლის. ოპოზიციას აქვს თავისი გეგმა. აზრი აქვს ამ პროცესის გაწელვას მაშინ თუ „ქართული ოცნება“ აპირებს გადადგას ის ნაბიჯი, რასაც ქვეყანაში ახალი არჩევნები ჰქვია“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებისგან თავს იკავებს.