ელისაშვილი ოპოზიციას –  ამპარტავნულად ყველაფერს ნუ გვიწუნებთ და ყველაფრის წყალში ჩაყრას ნუ ცდილობთ

ჩვენ არავის დირექტივებს  არ ვიღებთ, რასაც ქართული სახელმწიფოს ინტერესი  და საკუთარი სინდისი  გვკარნახობს, იმას გავაკეთებთ ყოველთვის. – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე მინდა ვთხოვო ჩვენს კოლეგებს  ოპოზიციიდან, რომ ამპარტავნულად ყველაფერს კი ნუ გვიწუნებენ და ყველაფრის წყალში ჩაყრას კი ნუ ცდილობენ. თუ არ მოსწონთ რაც მემორანდუმში წერია, იბრძოლონ ჩვენზე მეტად – გაცილებით მეტნი არიან. მეტი გამოგლიჯონ „ქართულ ოცნებას“  მეტად დაახევინონ უკან.

მინდა ვუთხრა ყველას, განსაკუთრებით ვისაც არ სჯერა – შეიძლება, ამ ქვეყანაში სულ ცოტა ხნის წინ ფეხადგმული პარტიები იყვნენ, რომლებიც დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას და არავის გავლენას არ ექვემდებარებიან, – ეს მათთვის დაუჯერებელია.

ჩვენ არავის დირექტივებს  არ ვიღებთ, რასაც ქართული სახელმწიფოს ინტერესი  და საკუთარი სინდისი  გვკარნახობს, იმას გავაკეთებთ ყოველთვის. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ პარლამენტში შემოსვლა სწორი იყო,“ – განაცხადა ელისაშვილმა.