ალეკო ელისაშვილი ოპოზიციაზე:  კამათი „ქართულ ოცნებასთან“ აწი ნახონ იმათ, ვინც რაღაცებს გვაბრალებს, ორი თვეა სხვადასხვა სტუდიაში სხედან და მწყევლიან

კამათი „ქართულ ოცნებასთან“ აწი ნახონ იმათ, ვინც რაღაცებს გვაბრალებს. მთელი ორი თვეა სხვადასხვა სტუდიაში სხედან და გვწყევლიან, სხვა დღის წესრიგი არ აქვთ. გადავრთავ ამ არხზე ასე მწყევლიან, გადავრთავ იმ არხზე, იმ არხზე მწყევლიან, სხვა საქმე არ აქვთ?!, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ არანაირი პოლიტიკური ფასის გადახდა არ მოგვიწევს. რისი გვწამს და რისიც გვჯერა, მიგვაჩნია, რომ არის მართებული და სწორი იმას ვაკეთებთ და არ გვეშინია ამ ყველაფრის წინააღმდეგ წასვლის.

პოლიტიკურ ფასს კი არ ვიხდით, უბრალოდ დანარჩენი ოპოზიციის გულანთებული მხარდაჭერები გვლანძღავენ, მაგრამ ყველა მიხვდა იმას, რომ ამაზე ჩვენ რეაქცია არ გვაქვს. რთული გადაწყვეტილების მიღება თუ პოლიტიკოსს არ შეუძლია, აბა რისთვის არის პოლიტიკაში? რაც გვგონია, რომ ჩვენი სახელმწიფოსთვის არის სწორი, იმას ვაკეთებთ“, – განაცხადა ალეკომ ელისაშვილმა.