კელი დეგნანი – მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილება მხარეებს შესაძლებლობას აძლეევს, დაახლოონ განსხვავებული პოზიციები, ეს შესაძლებელი იქნება, თუ ისინი პირველ ადგილზე ქვყნის ინტერესს დააყენებენ

ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განმარტებით, ხელისუფლების გუშინდელი გადაწყვეტილება ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გახანგრძლივების თაობაზე ნიშნავს იმას, რომ მათ დატოვეს სივრცე მოლაპარაკებებისთვის.

ელჩი  მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

„ეს წელი გამოწვევებით სავსე წელი იქნება. საქართველოს ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ასევე მედიასთან  განვაგრძობთ   თანამშრომლობას. ყველა მხარის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანამ გამოწვევები დაძლიოს.

მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილება მხარეებს შესაძლებლობას აძლეევს, დაახლოონ განსხვავებული პოზიციები, ეს შესაძლებელი იქნება, თუ ისინი პირველ ადგილზე ქვყნის ინტერესს დააყენებენ.

ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში უმუშევრობა, მაღალი ფასები და სიღარიბე აწუხებთ. ასევე, კვლევებმა აჩვენა, რომ  გამოკითხულთა 60%-ზე მეტის სურვილია, მათ მიერ მხარდაჭერილი პარტიების წარმომადგენლებმა ერთად იმუშაონ პარლამენტში. ლიდერებმა საკუთარ ამომრჩევლებს უნდა მოუსმინონ, თუ რა არის მათთვის მნიშვნელოვანი, – განაცხადა კელი დეგნანმა.