„ბასლეინებზე“ მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილდება იქნება ნებადართული

7 თებერვლიდან „ბასლაინის“ ზოლში მუნიციპალური ტრანსპორტის გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება იკრძალება. ამის შესახებ ვიცე-მერმა განაცხადა. ირაკლი ხმალაძის თქმით, ამ წესის დამრღვევ პირებს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრებათ.

ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტროსადგურები 21:00 საათზე დაასრულებენ მუშაობას. ჩამოთვლილ სატრანსპორტო საშუალებებში მკაცრად გაკონტროლდება პირბადის ტარების წესი. ავტობუსი არ დაიძრება, თუ ყველა მგზავრი არ დაიცავს უსაფრთხოების ზომებს.

რაც შეეხება თანამშრომლებს, რომლებიც 21:00 საათზე დაასრულებენ სამუშაო საათს, მათ შინ დაბრუნებას და ტრანსპორტირებას მერია უზრუნველყოფს.