დიმიტრი ლორთქიფანიძე დავით გარეჯის საქმეზე: ქვეყნის ორგანული ინტერესების წინააღმდეგ ინსტიტუციონალიზებული დანაშაულებრივი სინდიკატის მოქმედება იკვეთება

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, იკვეთება ინსტიტუციონალიზებული დანაშაულებრივი სინდიკატის მოქმედება ქვეყნის ორგანული ინტერესების წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პროკურატურაში, დავით გარეჯის საქმეზე გამოკითხვის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

„აქცენტი გავაკეთე თავდაცვის სამინ აქცენტი გავაკეთე თავდაცვის სამინისტროზე, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი მთელ ამ პროცესში არის ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. აქ მე პირდაპირ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, იკვეთება ინსტიტუციონალიზებული დანაშაულებრივი სინდიკატის მოქმედება ქვეყნის ორგანული ინტერესების წინააღმდეგ და პირადად ერთი ყოფილი დეპუტატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ვთვლი, რომ იქნება გარკვეული წვლილი ამ გამოძიების წარმატებით დასრულების საკითხში.

ეს არის დანაშაული, რომელიც აუცილებლად კვალიფიცირდებოდა სამშობლოს ღალატის მუხლით სააკაშვილს რომ არ ამოეღო ეს მუხლი თავის დროზე სისხლის სამართლის კოდექსის მატერიალური ნაწილიდან. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს საქმე რიგით დამნაშავეებთან“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.