სოზარ სუბარი სააკაშვილზე: რა სამარცხვინო კაცია, ვუყურებდი და მრცხვენოდა

რა სამარცხვინო კაცია, ვუყურებდი და მრცხვენოდა, – პრორუსული ოპოზიციური ფრაქციის არხზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ წაყვანილ საავტორო გადაცემას სოზარ სუბარი „POSTV“-ის ეთერში გამოეხმაურა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, უცნაური და პარადოქსულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, თავიანთი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, პრორუსულობაში სხვას სდებენ ბრალს.

„მართლა უცნაურ ვითარებაში ვცხოვრობთ, „გიმოს“კურსდამთავრებული ხოშტარია გამოდის და კომუნისტების შთამომავლებს უწოდებს „ოცნებას“ ან ვინმე სხვას. გრიგოლ ვაშაძე ამბობდა, რომ ზურაბიშვილი არის რუსეთის აგენტი და რუსეთუმე, ამ დროს, კარგად ვხედავთ თვითონ სად არის და რასაც აკეთებდა მთელი ცხოვრება. რუსეთის მოქალაქე იყო ჩვენი ომის დროს და ამაყობდა, რომ ჯიბეში რუსული პასპორტი ედო. მართლა ძალიან მიყვარს და პრეტენზია არ მაქვს ბუბა კიკაბიძესთან, რატომ იმღერა რუსულად, მაგრამ, რომ წარმოვიდგენ, იგივე რომ ჩვენ დაგვმართნოდა. ამის გამო თუ ვახსენებ, თორემ საერთოდ არ ვახსენებდი ამ თემას. რამდენი ადამიანიც თანამდებობიდან მოიხსნა სააკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე გაიქცა და პუტინის გვერდით დადგა, პრემიერ-მინისტრი გავარდა და პუტინის გვერდით დადგა. ეს ადამიანები მერე დგანან და ბედავენ, რომ ვიღაცას პრორუსული ეძახონ“, – განცხადა სოზარ სუბარმა