პარლამენტთან შეკრებილი “დაუმორჩილებლობის მარშის” მონაწილეები მსვლელობას მართავენ

პარლამენტთან შეკრებილი “დაუმორჩილებლობის მარშის” მონაწილეები მსვლელობას მართავენ. ისინი წინასწარ არ ამხელენ თუ სად მიემართებიან. როგორც სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, რამდენჯერაც დაანონსეს ლოკაცია, პოლიციამ ყველა ადგილი გადაკეტა.

როგორც სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნა ე.წ.კომენდანტის საათის გაუქმება და სხვა არსებული რეგულაციების მოხსნაა.