“10-23 ნოემბრის პერიოდში, შატილს სრული 24 საათიანი ელექტრომომარაგება აღუდგება“

დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის უკვე დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვის დასაწყისში, მწყობრიდან გამოვიდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. შატილის ელექტრომომარაგებისათვის განკუთვნილი სტალინის დროინდელი მცირე ჰესი, რამაც ადგილობრივი მოსახლეების, საჯარო სკოლის, ადმინისტრაციული შენობის და ისტორიული კოშკებისათვის ელექტრომომარაგების შეწყვეტა გამოიწვია. შექმნილი მდგომარეობის აღმოსაფხვრელად დეპუტატობის კანდიდატმა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს აქტიური დახმარებითა (მინისტრი – ილია ელოშვილი) და ადგილობრივი ხელისუფლების მოქმედებების კორდინირებით, შემდეგი ქმედებები განახორციელა:

1. დაუყოვნებლივ საქმის კურსში ჩააყენა ქვეყნის ხელმძღვანელობა;

2. პირველსავე კვირას ადგილზე მიავლინა სპეციალისტები, რომელთა დასკვნით ჰიდრო-აგრეგატი ფაქტიურად თავიდან არის ასაწყობი;

3. მოახდენინა აგრეგატის დემონტაჟი და მისი ტრანსპორტირება ქ. ქუთაისში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების საწარმოებლად; მოგეხსენებათ, საქართველო არ არის ჰიდრო-აგრეგატების მწარმოებელი ქვეყანა და ამიტომ ჩვენ გვიწევს იმპორტირებული ნაწილებით ახალი აგრეგატის აწყობა. სამუშაოები მიმდინარეობს 2 ცვლად და სავარაუდოდ 3 თვის ნაცვლად 1 თვეში დასრულდება მისი აწყობა, რის შემდეგაც მოხდება ტრანსპორტირებისა და ადგილზე მონტაჟის სამუშაოების დასრულება;

4. თუ დიდი თოვლის გამო ჩაიკეტება დათვის ჯვრის საავტომობილო უღელტეხილი მისი ტრანსპორტირება მესაზღვრეთა ვეტმფრენით მოხდება;

5. 12 ოქტომბერს შატილში ჩაატანინა დენის მძლავრი გენერატორი და საწვავი, რის შედეგადაც სოფლის მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება;

6. დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა ხელშეწყობის ცენტრის შატილის ფილიალს მიეწოდა საშეშე მერქანი;

7. უახლოესი დღეების განმავლობაში შატილის მოსახლეობას დამატებით მიეწოდება 25 მ3 საშეშე მერქანი.

ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით სოფ.მუცოს მოსახლეობის ელექტრომომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება, ხოლო 10-23 ნოემბრის პერიოდში, შატილს სრული 24 საათიანი ელექტრომომარაგება აღუდგება.“

კომენტარის დატოვება