ქუთაისში ახალი საცურაო კომპლექსი აშენდება

დავით ცხვარაძე

ქუთაისში ახალი საცურაო კომპლექსის ასაშენებლად ტერიტორიის შერჩევა უკვე დაწყებულია, რომელიც, ამავდროულად, იმერეთში სპორტის საწყლოსნო სახეობების ფედერაციის პრეზიდენტია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სპორტის საწყლოსნო სახეობათა საქართველოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს დათო რურუას, წყალბურთში სპორტის დამსახურებულ ოსტატს მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონსა და ოლიმპიურ პრიზიორს, მიხეილ გიორგაძეს და აღნიშნული ფედერაციის სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

შეხვედრაზე ქუთაისში მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის მშენებლობაზე ისაუბრეს, სადაც განთავსებული იქნება რამოდენიმე დახურული აუზი, განიხილეს აღნიშნული კომპლექსის ლოკაციის შესაძლო რამოდენიმე ვერსია. შეხვედრის შემდეგ მოხდა აღნიშნული ლოკაციების ადგილზე დათვალიერება. ეროვნული ფედერაციის და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საამშენებლო სივრცეების უპირატესი და ნაკლოვანი მხარეები ადგილზე განიხილეს და პოზიციები შეაჯერეს. ქუთაისში საწყლოსნო კომპლექსის მშენებლობის დაწყება 2017 წლისათვის არის დაგეგმილი,

კომენტარის დატოვება