ალეკო ელისაშვილი: საარჩევნო რეფორმით ეს ქვეყანა უკეთესი გახდება და ხელისუფლების შეცვლას ისე შევძლებთ, რომ გადატრიალებები არ იყოს

საარჩევნო რეფორმით ეს ქვეყანა უკეთესი გახდება და ხელისუფლებების შეცვლას ისე შევძლებთ, რომ მეორე დღეს გადატრიალებები არ იყოს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.

„სამუშაო ჯგუფის მიზანია, რომ ბოლოს და ბოლოს ისეთი არჩევნები მივიღოთ, რომელსაც ვენდობით. 30 წელია, ეს გვინდა და ჯერჯერობით ვერ მივაღწიეთ. ცვლილებები 1-ელ მარტამდე უნდა დაინიცირდეს. ამ ყველაფერმა სანდო არჩევნები უნდა მოგვიტანოს, ეს იქნება ერთ-ერთი სერიოზული მიღწევა და წინგადადგმული ნაბიჯი. თუ არჩევნები პატიოსნად ჩატარდება, ეს იმას განაპირობებს, რომ ეს ქვეყანა უკეთესი გახდება და ხელისუფლებების შეცვლას ისე შევძლებთ, რომ მეორე დღეს არ იყოს გადატრიალებები, რევოლუციები, ქუჩაში აქციები. თუ ეს კანონპროექტი ისე მივიღეთ, როგორც მემორანდუმშია, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარე აღარ იქნება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.