ზურა ჯაფარიძე – ჩემი ურთიერთობა კონკრეტულად  ამ მოწვევის პარლამენტთან, დასრულებულია, მორჩა

ჩემი ურთიერთობა კონკრეტულად  ამ მოწვევის პარლამენტთან, დასრულებულია,  – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხდა.

მისივე თქმით, მაშინ როდესაც მანდატების გაუქმებაზე განცხადება დაწერა, სრულიად სერიოზული და გააზრებული ნაბიჯი იყო.

„დაახლოებით, თვენახევრის წინ დავწერე განცხადება და ვთქვი, რომ მანდატზე უარს ვამბობ, ეს განცხადება იყო სრულიად გააზრებული და სერიოზული. მიუხედავად იმისა, რას ფიქრობენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ან რა დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხის მიმართ  მდინარაძე-თალაკვაძე-კობახიძეს, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჩემთვის პარლამენტში შესვლის ამბავი დამთავრებულია.

პარლამენტის ფორმალურად წევრობის გამო შეზღუდული მაქვს გარკვეული უფლებები, ასევე  საქმიანობები, გარდა საგანმანათლებლოსი. ისინი მთხოვენ დეკლარაციების ჩაბარებას და შემდეგ  მემუქრებიან დაჯარიმებით  ამიტომ , ეს ყველაფერი წავიღე საკონსტიტუციო სასამართლოში და გავასაჩივრე ანუ, ჩემთვის ეს თემა ამოწურულია.

ვინც არ უნდა იყოს და რამდენიც არ უნდა ეცადნონ, რომ რამენაირად შემაცვლევინონ გადაწყვეტილება და პარლამენტში შევიდე – მორჩა, დასრულდა ყველაფერი,“ – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.