იენს სტოლტენბერგი – „ნატო“  აძლიერებს საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ შავ ზღვაში არ იყოს მხოლოდ ერთი ქვეყნის, კერძოდ, რუსეთის დომინანტობა

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ რომ შავი ზღვა ნატოსა და ნატოს მოკავშირეებისთვის, ასევე ჩვენი ზღვისპირა წევრებისთვის – თურქეთისთვის, ბულგარეთისთვის, რუმინეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ამ რეგიონში გვყავს ორი ახლო და ძალიან ღირსეული პარტნიორი – უკრაინა და საქართველო, – ამის შესახებ  უკრაინისა და ნატოს ლიდერების შეხვედრაზე ბრიუსელში, უკრაინისა და „ნატოს“ ლიდერების შეხვედრაზე  ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, ალიანსი აძლიერებს  საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას.

„ჩვენ ვხედავთ შავ ზღვაზე რუსეთის მნიშვნელოვან გაძლიერებას, რაც გამომდინარეობს ყირიმის უკანონო ანექსიიდან და ასევე მიმდინარე წელს რუსეთის საზღვაო ძალების რაოდენობის გაზრდით. ალიანსმა გააძლიერა თავისი წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში და ბოლო რამდენიმე დღეში, შავ ზღვაში სამი ამერიკული სამხედრო ხომალდი განთავსდა. ამასთან, „ნატო“  აძლიერებს საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას. მათ შორის, მათი საზღვაო ძალების დახმარებით. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ შავ ზღვაში არ იყოს მხოლოდ ერთი ქვეყნის, კერძოდ, რუსეთის დომინანტობა,” – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.