მამუკა მდინარაძე ნიკა მელიაზე: გარანტიას ვაძლევ პირადად მე – მისი გირაოს გადახდას არავინ აპირებს

ნიკა მელია, როგორც თვითონ ამბობს, თითქოს გირაოს გადახდას არ აპირებს, სინამდვილეში მისი განცხადებიდან ერთდერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება – ის და „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებენ გირაო ე.წ. გვერდითა გზებით გადაიხადონ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გარანტიას ვაძლევთ პირადად მე და ყველა ჩვენგანი, რომ არავინ აპირებს არც მისი გირაოს გადახდას და არც ამაზე ფიქრს. თუმცა ისინი ჩვენკენ ხელს მაინც იშვერენ და ასეთი თავხედური პიარით ცდილობენ ხალხი მოატყუონ. თუ მას უნდა გირაოს გადახდა, დაანებოს მანიპულაციებს თავი, გადაიხადოს და დაექვემდებაროს კანონს და არა მიხეილ სააკაშვილის ტყუილს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ ვრცელდება ხმები, თითქოს თანხის გადახდას „მითიური მოქალაქე“ აპირებს.