ბათუმში დაჭრილი კაცი იპოვეს, რომელიც ადგილობრივების თქმით, უსახლკარო იყო

ბათუმში დაჭრილი კაცი იპოვეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, იგი უსახლკარო იყო და მეგობართან ერთად დამხმარე შენობას აფარებდა თავს, მეზობლები კი მათ საკვვებით ეხმარებოდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.საქმეზე გამოძიება სსკ-ის 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობას.

ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებოდნენ.