ქუთაისში 73 წლის მამაკაცი სასტიკად აწამეს – „მეზობლის ბიჭს ოთახიდან კვნესა შემოესმა, დაბმული და დამწვარი დახვდა”

ქუთაისის მახლობლად, რკინიგზის სადგურ „რიონის” მიმდებარედ, საცხოვრებელ სახლში  73 წლის მოხუცი სასტიკად აწამეს.

დაშავებულის მეუღლის განცხადებით, უცნობი პირები სახლში ჭეიჭრნენ და მამაკაცს ფულს სთხოვდნენ, მაგრამ მხოლოდ თოფი წაიღეს. მის საწამებლად კი უთო გამოიყენეს.

„მეზობლის ბიჭი მისულა და დაინახა, რომ სახლის კარები ღია იყო. ოთახიდან კვნესა შემოესმა – დაბმული და დამწვარი დახვდა, აუთოებდნენ. ახლა დამწვრობის ცენტრში იმყოფება. როგორც მე ვიცი ფულს ითხოვდნენ, მაგრამ გარდა თოფისა, არაფერი არ არის წაღებული.

მთელი სახლი დამტვრეული და დანგრეული. მეზობლის ბიჭი რომ არ მისულიყო, შეიძლება 10 წუთში მომკვდარიყო,” – თქვა დაშავებული მამაკაცის მეუღლემ.

მამაკაცი სავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.