მეუფე იაკობი: მოიყვანენ ვიღაც მკითხავებს, კერპთაყვანისმცემლებს და საუბრობენ აი, პრორუსულმა მღვდელმთავრებმა პატრიარქი უნდა გადააყენონ

მოიყვანენ ვიღაც მკითხავებს, კერპთაყვანისმცემლებს და საუბრობენ, პრორუსულმა მღვდელმთავრებმა აი, პატრიარქი უნდა გადააყენონ. ეჭვი ვისზე აქვთ?! უკვე რამდენი სინოდია, ერთიანობას გამოვხატავთ. ვისზე ამბობენ?! პრორუსულები კი არადა, თვითონ რუსებიც არიან და თუ ვინმე მტერი გვყავს, იმათკენ ნებსით თუ უნებლიეთ, თვითონ არიან, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა ბოდბელი ეპისკოპოსი ზოგიერთ სასულიერო პირისა თუ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ პატრიარქის დისკრედიტაციის საკითხს.

მეუფე იაკობი არ გამორიცხავს, რომ ქართული ეკლესიის ლანძღვაში ზოგიერთი მათგანი გარკვეული ძალებისგან ფინანსდება.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის მტრების ოცნება, რომ ეკლესია სუსტი იყოს. დღეს რომ ძლიერია ეკლესია, ასე ძლიერი იშვიათად ყოფილა, ამიტომ არის, ვისაც არ ეზარება, ბევრი შეგნებულად გვმტრობს. ზოგი არის ისე, რომ რაც აჰყვება ხოლმე ხმებს, მაგის გამოა. საზოგადოება რაც გარეთაა, ეკლესიაშიც იგივე საზოგადოება ვართ, თუ მასეთი ცუდები ვართ, მაშინ გარეთ რა ვყოფილვართ ხომ?! დავფიქრდეთ!

ვფიქრობ, რომ ჩვენი მტრების „დამსახურებაა“ ასე, რომ იქცევიან. აყოლილები არიან, ალბათ, ზოგი ფულსაც იღებს მაგაში. არასდროს არ ყოფილა, რომ ჩვენი ეკლესია პირველი იყო, როდესაც სახელმწიფოებრიობა დაკარგული გვქონდა.

გავიხსენოთ 1917 წელი. ისევ რუსეთში გაფანტულმა მღვდელმთავრებმა მოიყარეს თავი საქართველოში და ჩვენმა ეკლესიამ ავტოკეფალია გამოაცხადა. ქვეყანამ თავისუფლება, დამოუკიდებლობა შემდეგ მოიპოვა ხო?! ამიტომ, ვინც იცის, რომ საქართველოს ძლიერება მისი ეკლესიის ძლიერებაზე გადის, უნდა, რომ საქართველო დამარცხებული იყოს. ისინი ცდილობენ, ეკლესიაზე ცუდი ილაპარაკონ. რას ჰგავს საქციელი, წარამარა გამოიყვანენ ვიღაც მკითხავებს, კერპთაყვანისმცემელებს და საუბრობენ აი, პრორუსულმა მღვდელმთავრებმა პატრიარქი უნდა გადააყენონ. ეჭვი ვისზე აქვთ?! უკვე რამდენი სინოდია, ერთიანობას გამოვხატავთ. ვისზე ამბობენ?! პრორუსულები კი არადა თვითონ რუსებიც არიან და თუ ვინმე მტერი გვყავს, იმათკენ ნებსით თუ უნებლიეთ, თვითონ არიან“, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა ხირსის მამათა მონასტერში წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.