დავით ბაქრაძე – „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიბრუნება გამოვრიცხავ, ეს თემა დახურულია

თუ საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაზე“, მასთან პარტიულ აფილირებაზე და ან, მითუმეტეს, რაიმე ფორმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიბრუნებაზე, ამას გამოვრიცხავ, ეს თემა დახურულია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე განცხადებით, რჩება ოპოზიციაში და აგრძელებს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს.

„უკვე ვთქვი, რომ ვიღებ პაუზას პარტიული პოლიტიკისგან, თუ კონფიგურაციაში იგულისხმება ზოგადი ოპოზიცია, მე არავის თანხმობა არ მჭირდება, უკვე ვარ ოპოზიციაში. მე ვარ ოპოზიციის ნაწილი და დღესაც ამ შეკრებაში ვმონაწილეობ“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.

„ევროპული საქართველოს“ მომავალ ყრილობაზე დავით ბაქრაძე კენჭს აღარ იყრის პარტიის თავმჯდომარედ, გიგი უგულავა კი – პარტიის გენერალურ მდივნად.