შალვა ნათელაშვილი: ერთად ვსხედვართ პარტიები, ვინც დანასისხლად ვიყავით გადაკიდებული

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, „გირჩი“ სხვა ოპოზიციურ პარტიების თანამებრძოლი იყო, ახლა კი, მათ სტრატეგიებში განსხვავებებია.

შალვა ნათელაშვილი არ გამორიცხავს, რომ თანამშრომლობის ეპიზოდები ისევ განმეორდეს „გირჩთან“.

„ვსხედვართ ერთად პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დანასისხლად ვიყავით გადაკიდებულები და მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ მომიწევდა მათთან ერთად ქვეყნის მომავალზე ფიქრი, მაგრამ ეს მოხდა. ასევე იჯდა ჩვენთან „გირჩი“ ეს პერიოდი, თანამებრძოლები ვიყავით, ახლა მოხდა სტრატეგიაში განსხვავება, მაგრამ შეიძლება სამომავლოდ ისევ განმეორდეს თანამშრომლობის ეპიზოდები.

ოპოზიცია არც მიშას, არც ბიძინას არც შალვას და არავის თამაშსა თუ „ტიკტოკებს“ არ თამაშობს, ოპოზიცია იბრძვის საქართველოს მომავლისთვის და ამ ბრძოლაში ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი და ყველა ფიგურა არის მესამეხარისხოვანი“, – განაცხდა შალვა ნათელაშვილმა.