ნიკა მელია: მონურ მორჩილებაში მყოფმა 88 ადამიანმა პარლამენტში გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა

გავრილოვის დავალება შესრულებულია. მონურ მორჩილებაში მყოფმა 88 ადამიანმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხდა.

„ეს არ იყო ჩემი ვერდიქტი. ამ ადამიანებმა, პარლამენტად წოდებულმა რუსეთის მეხუთე კოლონამ განაჩენი გამოუტანა ყველას. ვფიქრობ არ ვიქნები გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ ვინც 2019 წლის 20 ივნისს აღშფოთდა, ვინც ქუჩაში გამოვიდა, ხმა აიმაღლა, ვინც გააპროტესტა, ვინც სამშობლოს გამოესარჩლა. განაჩენი გამოუტანეს ყველას ვინც იყო მსხვერპლი იმ კონკრეტულ დღეს. ვისაც დათვის ტყვიები ესროლეს და ხელკეტები მოუქნიეს, ვისზეც დაევნა განახორციელეს თბილისის სხვა და სხვა რაიონებში, ვისაც თვალები დასთხარეს და იმ დღეს ვისაც სამშობლო მოსტაცეს. ეს განცხადა დაეუფლა ყველას და ამიტომ სტიქიურად ავდექით და მივედით რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადა მელიამ.

მელიას განცხადებით, ის არ და ვერ შეეგუება სამშობლოს დამცირებას, გავრილოვის განაჩენს. „ახლა არაა პარტიული პოლიტიკის დრო. ერთ მხარესაა ქართული ეროვნული მოძრაობა, მეორე მხარეს ოკუპანტები და ივანიშვილის რენეგატები. ერთ მხარეს არის თავისუფლება, მეორე მხარეს მონობა. ერთ მხარესაა მოქალაქეების ნათელი მომავალი, მეორე მხარეს კი საბჭოთა ბნელეთი“, – აღნიშნა მელიამ.