მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიას ადვოკატების შუამდგომლობა, მისი აცილების შესახებ, არ დააკმაყოფილა  

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატების შუამდგომლობა, მისი აცილების შესახებ, არ დააკმაყოფილა.

„არ დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა აცილებაზე. სასამართლო არავის ზეგავლენის ქვეშ არ იქცევა“, – განაცხადა მოსამართლემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე მისმა ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს. მათი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მელიას დაპატიმრების შესახებ წინასწარ არის ცნობილი.